დავის გადაწყვეტა

თუ პრობლემის გადაჭრა მორიგებით ან ბიუროლრატიული პროცედურების გარეშე გსურთ, ჩვენ პრაქტიკული და კრეატიული გადაწყვეტილებებით მოგამარაგებთ. ჩვენი მიზანი თქვენი დავის ეფექტური მოგვარებაა. სასამართლოში თქვენი ინტერესების დასაცავად და გასამარჯველად საპროცესო სამართალში სპეციალიზირებული და გამოცდილი პროფესიონალების გუნდი იბრძოლებს.

Justice League გთავაზობთ დავების გადაწყვეტის სრულ სპექტრს:

  • წარმომადგენლობა სასამართლო დავაში, საქართველოს სასამართლოებში. 
  • საარბიტრაჟო შეთანხმების/ხელშეკრულების მომზადება.
  • წარმომადგენლობა კერძო არბიტრაჟში.
  • მოლაპარაკება და მედიაცია.
  • გადაწყვეტილების აღსრულების კოორდინაცია.
657A1038-scaled

ლორემ იპსუმ

კონორის ჩაუწვნენ ეღობებოდეს შორეთში ჭურჭელის უთვალიერებდა თვალებია

გამოცდილება სასამართლო დავების მიმართულებით:

  1. წარმატებით დასრულებული სასამართლო დავა და შემდგომი იძულებითი სააღსრულებო მოქმედებები  საქართველოში მოქმედ ერთერთ ყველაზე მსხვილ საცალო ვაჭრობის ჰიპერმარკეტთა ქსელის წინააღმდეგ, სადაც  წარმოვადგენდით უმსხვილესი სადისტრიბუციო კომპანიიას.  
  2. კლიენტის წარმომადგენლობა კერძო არბიტრაჟსა და სასამართლოში საქართველოში მოქმედი ერთერთი ყველაზე რეიტინგული ბანკის წინააღმდეგ და სრულად გაუქმებული ბანკის სასარგებლოდ მიღებული არბიტრაჟის გადაწყვეტილება. გაუქმებული დავის ღირებულება აღემატება  3 მილიონ ლარს.
  3. წარმატეთ დასრულებული დავა საქართველოს ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამასხურის წინააღმდეგ. დავის ღირებულება 7 მილიონ ლარამდე.
  4. შრომით სამართლებრივი დავა საქართველოში მოქმედ ერთერთ ყველაზე პოპულარულ და ძლიერ საფეხბურთო კლუბის წინააღმდეგ. Ფეხბურთელის Გათავისუფლების უკანონოდ ცნობა  მის სასარგებლოდ გამოტანილი გადაწყვეტილება.
  5. შრომით სამართლებრივი დავა სახემწიფოს 100% იანი წილობრივი მონაწილეობით დაფუძვლებულ ორგანიზაციასთან, დასაქმებულის უკანონოდ გათავისუფლების თაობაზე და საქართველოს სამივე ინსტანციის მიერ დასაქმებულის სასარგებლოდ მიღებული გადაწყვეტილება. 
  6. უცხოელი ინვესტორის წარმომადგენლობა ბათუმის საქალაქო სასამართლოში, უძრავ ქონებასთან (მშენებარე კორპუსთან) დაკავშირებულ 3 დავაში. წარმატებით გატარებული საპროცესო ღონისძიებების შედეგად მოსარჩელემ უარი განაცხად საკუთრების უფლების შესახებ დავაზე. Დავის ღირებუოება აღემატება 500 000 ლარს.
  7. წარმატებით დასრულებული სამშენებლო დავა, მშენებლობის სტანდარტებისა და ვალდებულებების დარღვევასთან დაკავშირებით, სადაც სრულად დაკმაყოფილდა ჩვენი მხარის სასარჩელო მოთხოვნა ხოლო მოწინააღმდე მხარეს უარი ეთქვა სარჩელის დაკმაყოფილებაზე Დავის მოცულობა 500 000 ლარის ფარგლებში.
დაგვიკავშირდით
0322 19 44 94
ბესარიონ ჟღენტის ქ. 16 თბილისი, საქართველო, 0183
contact@justiceleague.ge