ჩვენ გვჯერა, რომ სიღრმისეული საგადასახადო ანალიზის გარეშე ვერცერთი პროექტი წარმატებას ვერ მიაღწევს. Justice League დაგეხმარებათ, მოაწესრიგოთ გადასახადებთან დაკავშირებული საკითხების სრული სპექტრი – დაგეგმვის ეტაპიდან დავის გადაწყვეტამდე:
სახელმწიფო საგადასახადო ორგანოებთან წარმომადგენლობა და კომუნიკაცია;
საგადასახადო დავებში მონაწილეობა და კლიენტის წარმომადგენლობა;
საერთაშორისო და ადგილობრივ კომპანიებთან დაკავშირებულ ტრანზაქციებზე საგადასახადო კუთხით კონსულტაციის გაწევა, მათ შორის, კონსულტაცია ორმაგი დაბეგვრის საკითხთან დაკავშირებით;
კლიენტზე მორგებული ეფექტური საგადასახადო მოდელის შექმნა; კონსულტაცია დღგ-სთან დაკავშირებულ საკითხებზე და საგადასახადო შეღავათებზე;
საკანონმდებლო ცვლილებებთან დაკავშირებით კლიენტის ინფორმირება.
სურვილის შემთხვევაში, იურისტებთან ერთად, ფინანსურ კონსულტაციას ჩვენი პარტნიორი კომპანია NP Financials გაგიწევთ.
კლიენტის წარმომადგენლობა შემოსავლების სამსახურთან სამართლებრივ დავაში. წარმატებით დასრულებული დავის ღირებულება 7 000 000 ლარამდე.
საერთაშორისო კომპანიისთვის სამართლებრივი მემორანდუმის მომზადება საქართველოში უძრავი ქონებისა შეძენისა და სასტუმროების ოპერირებისთვის საგადასახადო ასპექტების სრული კონსულტაციის მიზნით.