ჩვენ კარგად გვესმის, რამდენად მნიშვნელოვანია თქვენი ბიზნესისთვის ინტელექტუალური საკუთრების დაცვა. საავტორო უფლებები, პატენტები, საფირმო ნიშნები, შესაძლო სასამართლო დავები – ჩვენთან ერთად, ამ ყველაფერზე ნერვიულობა არ მოგიწევთ.
თქვენი ინტელექტუალური საკუთრება, დიზაინი, პროდუქტები და ბრენდის ნიშნები უსაფრთხოდ იქნება, ხოლო თუ საქმე სასამართლომდე მივიდა, მარტივი თუ ურთულესი დავებისას, ჩვენი ადვოკატები დამაჯერებლად წარმოგადგენენ.
ამ მიმართულებით ჩვენი სერვისებია:
სასაქონლო ნიშნების, პატენტების, დიზაინის რეგისტრაცია საქპატენტში და საქართველოს ფარგლებს გარეთ.
სხვადასხვა ტიპის საავტორო უფლებების დაცვის მიზნით, სალიცენზიო ხელშეკრულებების, საავტორო უფლებების გადაცემისთვის აუცილებელი დოკუმენტაციის შედგენა, კლიენტებისთვის კონსულტაციის გაცემა.
ინტელექტუალურ საკუთრებასთან დაკავშირებული დავების წარმოება, ადმინისტრაციულ ორგანოებსა და სასამართლოებში.
სამედიცინო პატენტის მიღების პროცესში კლიენტის წარმომადგენლობა საქპატენტთან. დოკუმენტაციის შედგენა და მისი შესაბამისობაში მოყვანა საქართველოს კანონმდებლობასთან. პატენტის ელექტრონული რეგისტრაციის პროცესში სრული იურიდიული მხარდაჭერა.
ქართული და უცხოური კომპანიებისთვის სასაქონლო ნიშნების რესგიტრაცია, ნიცის კლასიფიკაციით გათვალისწინებულ შესაბამის კლასებში, როგორც საქართველოს ტერიტორიაზე, ასევე მადრიდის პროტოკოლით გათვალისწინებულ ქვეყნებში.
წარმატებით დასრულებული დავა საქ პატენტსა და სასამართლოში ერთერთ უმსხვილეს სადისტრიბუციო კომპანიასა და უმსხილეს ხორც პროდუქტების მწარმოებელ კომპანიას შორის
ქართული დოკუმენტური ფილმის უმსხვილესი საერთაშორისო ინტერნეტ პლატფორმის Netflix-ის მიერ შეძენის ტრანზაქციის სრული იურიდიული მხარდაჭერა როგორც წინასახელშეკრულებო მოლაპარაკებებში, ასევე ხელშეკრულებებისა და საავტორო უფლებების გადაცემისთვის აუცილებელი დოკუმენტაციის შედგენაში.