კორპორაციული სამართალი / M&A

Justice League დაგეხმარებათ როგორც კომპანიის დაარსებასა და გამართვაში, ასევე უკვე არსებულის რესტრუქტურიზაციაში. კორპორაციული სამართლის მიმართულებით ჩვენი მომსახურება მრავალმხრივია – ის მოიცავს კორპორატიულ მართვას და რეგულაციებთან შესაბამისობის უზრუნველყოფას:

  • იურიდიული პირის დაფუძნებისთვის საჭირო ინდივიდუალური წესდების, დამფუძნებელთა შეთანხმების და სხვა დოკუმენტების მომზადება ქართულ/ინგლისურ ენებზე
  • კლიენტების წარმომადგენლობა და სრული იურიდიული მხარდაჭერა მარეგისტრირებელ ორგანოებთან.
  • კომპანიების შეძენის, შერწყმის, გაყოფის, ლიკვიდაციისთვის საჭირო დოკუმენტების შედგენა და კლიენტების კონსულტაცია.

 

ჩვენი ექპერტიზის ერთერთი უმთავრესი სფერო შერწყმა და შეძენაა (M&A). შერწყმის და შეძენის სწორად წარმართული პროცესი პატარა კომპანიებს გაფართოებაში ეხმარება, დიდებს კი – კონკურენტულ უპირატესობას უმაღლებს. ჩვენ მოგემსახურებით ყველა ეტაპზე – მიიღებთ წინასწარ შეფასებას, გარიგების თანმხლები რისკების ანალიზს და პროცესის დასრულების შემდგომ რეკომენდაციებს.

657A1038-scaled

ლორემ იპსუმ

კონორის ჩაუწვნენ ეღობებოდეს შორეთში ჭურჭელის უთვალიერებდა თვალებია

 გამოცდილება:

  • აშშ-ს დელავერის შტატში რეგისტრირებული კომპანიის მიერ ქართული შპს-ს წილების შეძენისთვის დოკუმენტაციის მომზადება და კლიენტის წარმომადგენლობა და რეგისტრაცია. 
  • უკრაინელი, ინვესტორების წარმომადგენლობა საქართველოში მოქმედი სასტუმროს წილების შეძენის მიზნით. Წილის ნასყიდობის, კრების ოქმების მომზადება და მეწარმეთა და არასამეწარმეო რეესტრში რეგისტრაცია. 
  • ინვესტორების წარმომადგენლობა Ქართული მედია კომპანიის წილების შეძენის პროცესში. Ტრანზაქციისთვის აუცილებელი დოკუმენტაციის შედგენა და წილების რეგისტრაცია. 
დაგვიკავშირდით
0322 19 44 94
ბესარიონ ჟღენტის ქ. 16 თბილისი, საქართველო, 0183
contact@justiceleague.ge