იურიდიული მომსახურების აუთსორსი
იურიდიული მომსახურების აუთსორსი საქართველოში
იურიდიული აუთსორსი საქართველოში სულ უფრო და უფრო პოპულარული ხდება - კომპანიები სულ უფრო ხშირად მიმართავენ აუთსორსინგს, რაც უმარტივებს მათ ოპერაციებს, უმცირებს ხარჯებს და აძლევს წვდომას სპეციალიზებულ იურიდიულ მომსახურებაზე.
Justice League-ის ერთ-ერთი წამყვანი მიმართულება იურიდიული სერვისების აუთსორსინგია, რასაც ჩვენი გუნდის მრავალფეროვანი გამოცდილება და ექსპერტიზა განაპირობებს - ჩვენი მომსახურება მორგებულია როგორც ადგილობრივ, ისე საერთაშორისო კომპანიებზე.
Justice League-ის გუნდი კომპანიას უმარტივებს ყოველდღიური ოპერაციების წარმოებას, იქნება ეს ხელშეკრულებების გადახედვა, სამართლებრივი შესაბამისობის მხარდაჭერა, იურიდიული კვლევა თუ შიდა იურიდიული მომსახურება.
რა არის და რას მოიცავს იურიდიული აუთსორსინგი?
იურიდიული აუთსორსინგი (Legal Process Outsourcing - LPO) გულისხმობს მესამე მხარის (იქნება ეს იურიდიული ფირმა თუ ინდივიდი) მიერ ისეთი სამართლებრივი ამოცანების შესრულებას, რაც ჩვეულებრივ, როგორც წესი, შიდა (in-house) იურიდიულ გუნდებს ევალებათ.
ეს მიდგომა კომპანიას საშუალებას აძლევს, სურვილის მიხედვით, გადაანაწილოს ბიზნესის სამართლებრივი ამოცანები შიდა და აუთსორს გუნდზე.
სამართლებრივი აუთსორსინგი ითვალისწინებს შემდეგ მომსახურებებს:
- ხელშეკრულების შედგენა და გადახედვა
- იურიდიული კვლევა და მემორანდუმების მომზადება
- დოკუმენტების მართვა და იურიდიული დასკვნების მომზადება (Due Diligence)
- სამართლებრივი შესაბამისობის უზრუნველყოფა
- მხარდაჭერა სასამართლო პროცესებში; მასალების დამუშავება
- სასაქონლო ნიშნების რეგისტრაცია და ინტელექტუალური საკუთრების დაცვა
- იურიდიული დოკუმენტების თარგმნა
იურიდიული მომსახურების აუთსორსინგის უპირატესობები
იურიდიული მომსახურების აუთსორსი კომპანიას საშუალებას აძლევს, ჰქონდეს წვდომა მრავალმხრივი გამოცდილებისა და სპეციფიკური ცოდნის მქონე იურისტთა გუნდზე, რომლებიც სხვადასხვა მიმართულებით სპეციალიზდებიან, იქნება ეს სამოქალაქო, კომერციული თუ სხვა სპეციფიკური დარგები.
სამართლებრივი აუთსორსის უპირატესობებია:
- ხარჯთეფექტურობა
- იურიდიული მომსახურების აუთსორსი გაცილებით ბიუჯეტურია, ვიდრე კომპანიის შიდა გუნდის ყოლა
- მასშტაბი
- მსგავსი ტიპის მომსახურება მარტივად და სწრაფად ერგება თქვენი ბიზნესის ზრდასა და შეცვლილ საჭიროებებს
- სამუშაო ძალის ეფექტური გადანაწილება
- შიდა რესურსების გამოთავისუფლება და კონცენტრირება ძირითად სტრატეგიულ მიმართულებებზე
- ექსპერტიზა და სიზუსტე
- თითოეული საკითხის გადასაწყვეტად, პროცესში ხელმისაწვდომია პროფესიონალთა მთელი გუნდი და არა მხოლოდ ერთი ან ორი იურისტი.
Justice League-ის იურიდიული მომსახურების აუთსორსინგის სერვისები
Justice League-ის სერვისები მოიცავს იურიდიული მომსახურების სრულფასოვან აუთსორსინგს, რომელიც ერგება როგორც კომპანიებს, ისე ცალკეულ იურიდიულ დეპარტამენტს, საერთაშორისო კონსულტანტებსა თუ შესაბამისობის (compliance) გუნდებს.
ჩვენი სერვისი მოიცავს:
- ხელშეკრულებების მართვა
- კომერციული ხელშეკრულებების შედგენა, სტანდარტული დრაფტების შექმნა, საქართველოს სამართლებრივ მოთხოვნებთან შესაბამისობის უზრუნველყოფა.
- სამართლებრივი კვლევა, მხარდაჭერა დავების გადაწყვეტაში
- სამართლებრივი მოსაზრებების, მემორანდუმების მომზადება; საარბიტრაჟო და სასამართლო პროცესების მხარდაჭერა.
- კორპორაციული შესაბამისობა და დოკუმენტაციის მომზადება
- სადამფუძნებლო შეთანხმებების, სამეთვალყურეო საბჭოს გადაწყვეტილებებისა და შიდა პოლიტიკის შემუშავება; დოკუმენტების მომზადება და რეგულაციებთან შესაბამისობის უზრუნველყოფა.
- ინტელექტუალური საკუთრების უფლებების მონიტორინგი და სასაქონლო ნიშნების რეგისტრაცია
- მხარდაჭერა ლიცენზიებისა და ნებართვების მიღების პროცესში, ხელშეკრულებების შედგენა
- იურიდიული თარგმნა და ადაპტაცია
- უცხოური ხელშეკრულებების ქართულ სამართლებრივ სისტემაზე მორგება
Justice League-ის იურიდიული მომსახურების აუთსორსინგი მორგებულია როგორც ადგილობრივ, ისე უცხოელ კლიენტებზე - ჩვენი იურისტები ფლობენ რამდენიმე სამუშაო ენას და მუშაობენ გლობალური სტანდარტების შესაბამისად.
რატომ უნდა აირჩიოთ იურიდიული მომსახურების აუთსორსინგი საქართველოში?
Justice League-ის გუნდი გამოირჩევა როგორც ადგილობრივი, ისე საერთაშორისო სამართლებრივი სისტემების ღრმა ცოდნით. თქვენს კომპანიას მხარდაჭერას გამოცდილი ბიზნეს იურისტები, სასამართლო დავის სპეციალისტები და საკორპორაციო სამართლის კონსულტანტები გაუწევენ.
ჩვენი გუნდი სამუშაო პროცესებს სწრაფად, პასუხისმგებლობითა და პროფესიონალიზმით წარმართავს, რაც სანდოობას განაპირობებს.
კომპანიის საჭიროებიდან და ბიუჯეტიდან გამომდინარე, Justice League გთავაზობთ თანამშრომლობისა და გადახდის მოქნილ, თქვენზე მორგებულ მეთოდებს, იქნება ეს ერთჯერადი პროექტების თუ ყოველთვიური მომსახურების სახით.