მოქალაქეობა და ბინადრობის ნებართვა

მოქალაქეობა და ბინადრობის ნებართვა საქართველოში

Justice League უცხოელ პირებს, ინვესტორებსა და დისტანციურად მომუშავე პროფესიონალებს სთავაზობს სამართლებრივ დახმარებას საქართველოს კანონმდებლობის შესაბამისად, ბინადრობის ნებართვის (რეზიდენტობის) მოპოვების პროცესში.

ჩვენი გუნდი უზრუნველყოფს სრულ მხარდაჭერას თითოეულ ეტაპზე - ბინადრობის ნებართვის ტიპის შერჩევიდან დოკუმენტაციის მომზადებამდე.

საქართველოში არსებული ბინადრობის ნებართვა მოქნილი და მორგებულია სხვადასხვა კატეგორიის ადამიანზე, მათ შორის მეწარმეებზე, უძრავი ქონების მფლობელებსა თუ ინვესტორებზე, რომლებიც სარგებლობენ შემდეგი უპირატესობებით:

  • საგადასახადო შეღავათები საქართველოს ტერიტორიაზე მოქმედი საგადასახადო სისტემის მიხედვით, უცხო ქვეყნიდან მიღებული შემოსავლები არ იბეგრება. ინდივიდუალური მეწარმეებისთვის კი მოქმედებს დაბეგვრის მინიმალური განაკვეთი - 1%.
  • ბიზნესის კეთების სიმარტივე საქართველო რეგულარულად იკავებს მოწინავე ადგილს მსოფლიო ბანკის „ბიზნესის კეთების სიმარტივის“ რეიტინგში.
  • ქვეყანაში ლეგალურად ყოფნის გრძელვადიანი შესაძლებლობა ბინადრობის ნებართვა უზრუნველყოფს საქართველოს ტერიტორიაზე ლეგალურ, გრძელვადიან ყოფნას და წარმოადგენს საფუძველს მუდმივი რეზიდენტობის ან მოქალაქეობისთვის.

დროებითი ბინადრობის ნებართვა საქართველოში

საქართველოს კანონმდებლობის მიხედვით, საქართველოში ბინადრობის ნებართვის რამდენიმე ტიპი არსებობს, რაც დამოკიდებულია პირის სტატუსზე, საქმიანობასა და მიზნებზე.

1. დროებითი რეზიდენტობის ნებართვა დროებითი ბინადრობის ნებართვა გაიცემა 6-დან 12 თვემდე ვადით და შესაძლებელია ყოველწლიური განახლება. მსგავსი ტიპის ნებართვის მიღების საფუძველი შეიძლება იყოს:

  • დასაქმება ქართულ კომპანიაში
  • ბიზნესის წამოწყება ან ინვესტიცია
  • უძრავი ქონების შეძენა
  • აკრედიტებულ საგანმანათლებლო დაწესებულებაში სწავლა
  • დაოჯახება

2. მუდმივი რეზიდენტობის ნებართვა

მუდმივი ბინადრობა გულისხმობს, არანაკლებ 10 წლის განმავლობაში, დროებითი სტატუსით, მუდმივ ლეგალურ ყოფნას საქართველოში; მნიშვნელოვან ინვესტიციას საქართველოს ეკონომიკაში ან საქართველოს მოქალაქის ოჯახის წევრობას.

მუდმივი ბინადრობის ნებართვა პირს აძლევს თითქმის ყველა იმ უფლებას, რაც საქართველოს მოქალაქეს აქვს - ხმის მიცემის უფლების გარდა.

საქართველოს მოქალაქეობის ინვესტიციით მოპოვება

უცხო ქვეყნის მოქალაქეს შეუძლია ბინადრობის ნებართვა მიიღოს მინიმუმ $300,000-ის ინვესტიციის განხორციელებით სხვადასხვა სფეროში:

  • უძრავი ქონება
  • კომერციული საქმიანობა
  • მთავრობის მიერ განსაზღვრული ბიზნეს სექტორები

ბინადრობის ნებართვის ინვესტიციით ან ქონების შეძენით მიღების შემთხვევაში, აუცილებელია ფულადი შემოსავლების ბრუნვის დადასტურება:

  • პირველი წელი $50,000
  • მეორე წელი - $100,000
  • მესამე-მეხუთე წლები - $120,000

ხუთი წლის განმავლობაში, წარმატებული საქმიანობის შემდეგ, ინვესტორს უფლება აქვს, მოითხოვოს მუდმივი ბინადრობის ნებართვა.

ინვესტიციის საფუძველზე კი, დროებითი ბინადრობის ნებართვის მოპოვება შეუძლიათ იმ პირებს, რომლებიც ფლობენ $100,000-ზე მეტი ღირებულების უძრავ ქონებას საქართველოში.

ბინადრობის ნებართვა სამუშაო და ბიზნეს საქმიანობის საფუძველზე

ბინადრობის ნებართვის მოპოვება შესაძლებელია ოფიციალური შრომითი ხელშეკრულებით დასაქმებული უცხოელებისთვის.

ასევე, მეწარმეებს, რომლებმაც დააფუძნეს წარმატებით ოპერირებადი კომპანია, აქვთ უფლება, მოითხოვონ ბინადრობის ნებართვა, თუკი ბიზნესის საქმიანობა შეესაბამება საგადასახადო კანონმდებლობას.

ბინადრობის ნებართვა ოჯახის გაერთიანების საფუძველზე

ოჯახური გაერთიანების ფარგლებში, ბინადრობის ნებართვის მოპოვება შეუძლიათ საქართველოს მოქალაქის ან რეზიდენტი უცხოელის ოჯახის წევრებს:

  • მეუღლე
  • არასრულწლოვანი შვილი
  • საქართველოს მცირეწლოვანი მოქალაქის ან უცხოელი რეზიდენტის მშობელი
  • დამოკიდებული ან შშმ პირი

განაცხადის შევსება და მოთხოვნები

საქართველოში, განაცხადის წარდგენა და განხილვას 30 კალენდარული დღე სჭირდება, ბინადრობის ნებართვისთვის საჭიროა:

  • განაცხადის წარდგენა იუსტიციის სახლის ფილიალში ან ელექტრონულად
  • შესაბამისი დოკუმენტები, მათ შორის:
  • პასპორტი
  • შემოსავლების დამადასტურებელი დოკუმენტები
  • დასაქმების ან საინვესტიციო დოკუმენტები
  • ჯანმრთელობის დაზღვევა (საჭიროებისამებრ)
  • განაცხადის განხილვა სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტოს მიერ
  • რეგისტრაცია მისამართზე სააგენტოს მიერ ბინადრობის ნებართვის მინიჭების შემდეგ
  • Justice League-ის გუნდი ჩართულია სრულ პროცესში და უზრუნველყოფს ყველა ეტაპის გამართულობასა და საჭირო დოკუმენტაციის მომზადებას.

დროებითი სტატუსიდან მუდმივი ბინადრობის ნებართვაზე გადასვლა

მუდმივი რეზიდენტობის მოპოვება შესაძლებელია დროებითი ნებართვის საფუძველზე - თუკი პირი საქართველოში 10 წლის განმავლობაში, უწყვეტად, ლეგალურად იმყოფებოდა.

ინვესტორებისთვის კი, მუდმივი ბინადრობის სტატუსზე გადასვლა შესაძლებელია 5 წლის შემდეგ, იმ შემთხვევაში, თუკი ინვესტიცია და ბიზნესის ბრუნვა აკმაყოფილებს კანონით დადგენილ მოთხოვნებს.

საქართველოს მოქალაქეობის მიღების სამართლებრივი გზები

საქართველოს მოქალაქეობის მინიჭება ხდება საქართველოს პრეზიდენტის განკარგულებით, რომელიმე ჩამოთვლილი მიზეზით:

  • ნატურალიზაცია საქართველოს მოქალაქეობა ნატურალიზაციით გულისხმობს საქართველოს ტერიტორიაზე 10-წლიან ლეგალურ ყოფნას. ქართული ენის, ისტორიის და კანონმდებლობის ცოდნას, საზოგადოებაში ინტეგრაციას.
  • გამარტივებული წესით მინიჭება განკუთვნილია განსაკუთრებულ შემთხვევებზე (მაგალითად, ქორწინება საქართველოს მოქალაქესთან)
  • საგამონაკლისო წესით მინიჭება უცხოელებისთვის, რომლებსაც შეტანილი აქვთ მნიშვნელოვანი წვლილი ქვეყნის განვითარებაში (ინვესტორები, სპორტსმენები, მეცნიერები, ხელოვანები ან ეთნიკურად ქართული წარმოშობის მქონე პირები)
  • მოქალაქეობის აღდგენა ვრცელდება წარსულში საქართველოს მოქალაქეობის მქონე პირებზე ან მათ შთამომავლებზე

გამოწვევები და იურიდიული დახმარება

ბინადრობის ნებართვის მოპოვების პროცესი საქართველოში შედარებით მარტივია, თუმცა უცხოელი აპლიკანტები ხშირად აწყდებიან შემდეგ სირთულეებს:

  • სამართლებრივი გაურკვევლობა ან არაზუსტი განმარტებები
  • ენობრივი ბარიერები და არასრულყოფილი დოკუმენტაცია
  • საემიგრაციო კანონმდებლობაში ხშირი ცვლილებები

Justice League, ამ გამოწვევების თავიდან ასარიდებლად, აპლიკანტებს სრულ იურიდიულ მომსახურებას სთავაზობს, რაც გულისხმობს როგორც წინასწარ კონსულტაციას, ასევე, სრულ პროცედურულ ჩართულობას ნებისმიერ ეტაპზე.

მოქალაქეობა და ბინადრობის ნებართვა საქართველოში - როგორ გეხმარებათ Justice League?

Justice League მოქალაქეობისა და ბინადრობის საკითხებში გაგიმარტივებთ ყველა პროცესს, იქნება ეს საჭირო დოკუმენტაციის მომზადება თუ ურთიერთობა სხვადასხვა საკანონმდებლო ორგანოსთან - განაცხადის წარდგენიდან წარმოების დასრულებამდე.

ჩვენი გუნდი აერთიანებს მაღალკვალიფიციურ იურისტებს, რომლებსაც მნიშვნელოვანი ცოდნა და გამოცდილება აქვთ საემიგრაციო საკითხებში, ბინადრობისა და საინვესტიციო კანონმდებლობაში.

ჩვენი გუნდის თითოეული იურისტი მზად არის, გაგიწიოთ პერსონალიზებული კონსულტაცია, რაც გულისხმობს თქვენი მიზნების, გეგმებისა და პირობების გათვალისწინებასა და ამის მიხედვით შექმნილი სამართლებრივი სტრატეგიის შემოთავაზებას.

Justice League-ის გუნდთან კონსულტაციისთვის, შეავსეთ საკონტაქტო ფორმა:

Justice League All rights reserved
Loading
მოქალაქეობა და ბინადრობა საქართველოში