შრომის სამართალი

შრომითი უფლებების გარშემო დისკუსია სულ უფრო აქტუალური ხდება, გარემო კი – იცვლება. ასეთ დროს გჭირდებათ მრჩეველი, რომელსაც ადგილობრივი კონტექსტის, რეგულაციებისა და სამართლებრივი პრეცედენტების სრულფასოვანი ცოდნა აქვს.

 

ჩვენი დახმარებით, თქვენ უზრუნველყოფთ შესაბამისობას შრომის კანონმდებლობასთან და შეიმუშავებთ დასაქმების ეფექტიან პოლიტიკას. რთულ შრომით დავებს კი ჩვენი გამოცდილი იურისტები მოგიგვარებენ იმდენად უხმაუროდ, რამდენადაც შესაძლებელია – ხშირად სასამართლო პროცესების გარეშეც.

 

ამ მიმართულებით ჩვენი სერვისებია:

 

  • შრომითი ურთიერთობების მოწესრიგება, დამსაქმებლისათვის შრომითი  ხელშეკრულებების, კორპორატიული წესების (შრომის შინაგანაწესის), შრომით ურთიერთობებთან დაკავშირებული სხვა დოკუმენტების მომზადება, 
  • შრომითი დოკუმენტების რევიზია, მათი შესაბამისობის უზრუნველყოფა საკანონმდებლო სიახლეებთან. 
  • მოლაპარაკების წარმოება დამსაქმებელსა და დასაქმებულს შორის. 
  • კლიენტის წარმომადგენლობა შრომით დავებში, საქართველოს ყველა ინსტანციის სასამართლოში.
657A1038-scaled

ლორემ იპსუმ

კონორის ჩაუწვნენ ეღობებოდეს შორეთში ჭურჭელის უთვალიერებდა თვალებია

გამოცდილება:

  • საქართველოში მომუშავე უცხოური აიტი კომპანიებისთვის, ბიზნეს ცენტრებისთვის, სასტუმროებისთის, რესტორნებისთის, სავაჭრო ორგანიზაციებისთვის, სამორინეებისთვის, შრომითი ხელშეკრულებების, შრომის შინაგანაწესის/კორპორატიული სახელმძღვანელოს, შრომითი ურთიერთობებიდან გამომდინარე სხვადასხვა დოკუმენტაციის შედგენა ქართულ/ინგლისურ ენაზე.
  • საფეხბურთო კლუბიდან უკანონოდ გათავისუფლებული ფეხბურთელის წარმომადგენლობა საფეხბრთო კლუბის წინააღმდეგ.
  • შრომით სამართლებრივი დავა სახემწიფოს 100% იანი წილობრივი მონაწილეობით დაფუძვლებულ ორგანიზაციასთან, დასაქმებულის უკანონოდ გათავისუფლების თაობაზე და საქართველოს სამივე ინსტანციის მიერ დასაქმებულის სასარგებლოდ მიღებული გადაწყვეტილება.  
  • საჯარო უწყებიდან გათავისუფლებული თანამშრომლების წარმომადგენლობა საქართველოს მუზეუმების გაერთიანების წინააღმდეგ. 
  • კლიენტებისთვის სამართლებრივი მემორანდუმების შედგენა კონკრეტული სამართლებრივი ურთიერთობის სამართლებრივი შეფასების, დავის პერსპექტივის განსაზღვრის, სამომავლო მოქმედებების განხორციელების მიზნით.
დაგვიკავშირდით
0322 19 44 94
ბესარიონ ჟღენტის ქ. 16 თბილისი, საქართველო, 0183
contact@justiceleague.ge