თუ პრობლემის გადაჭრა მორიგებით ან ბიუროლრატიული პროცედურების გარეშე გსურთ, ჩვენ პრაქტიკული და კრეატიული გადაწყვეტილებებით მოგამარაგებთ. Justice League გთავაზობთ დავების გადაწყვეტის სრულ სპექტრს, მათ შორის ალტერნატულ გზებს – მედიაციასა და არბიტრაჟს. ჩვენი მიზანი თქვენი დავის ეფექტური მოგვარებაა. სასამართლოში თქვენი ინტერესებეის დასაცავად და გასამარჯველად საპროცესო სამართალში სპეციალიზირებული გუნდი იბრძოლებს.
Justice League დაგეხმარებათ როგორც კომპანიის დაარსებასა და გამართვაში, ასევე უკვე არსებულის რესტრუქტურიზაციაში. კორპორაციული სამართლის მიმართულებით ჩვენი მომსახურება მრავალმხრივია – ის მოიცავს კორპორატიულ მართვას და რეგულაციებთან შესაბამისობის უზრუნველყოფას.
ჩვენი ექპერტიზის ერთერთი უმთავრესი სფერო შერწყმა და შეძენაა (M&A). შერწყმის და შეძენის სწორად წარმართული პროცესი პატარა კომპანიებს გაფართოებაში ეხმარება, დიდებს კი – კონკურენტულ უპირატესობას უმაღლებს. ჩვენ მოგემსახურებით ყველა ეტაპზე – მიიღებთ წინასწარ შეფასებას, გარიგების თანმხლები რისკების ანალიზს და პროცესის დასრულების შემდგომ რეკომენდაციებს.
შრომითი უფლებების გარშემო დისკუსია სულ უფრო აქტუალური ხდება, გარემო კი – იცვლება. ასეთ დროს გჭირდებათ მრჩეველი, რომელსაც ადგილობრივი კონტექსტის, რეგულაციებისა და სამართლებრივი პრეცედენტების სრულფასოვანი ცოდნა აქვს. ჩვენი დახმარებით, თქვენ უზრუნველყოფთ შესაბამისობას შრომის კანონმდებლობასთან და შეიმუშავებთ დასაქმების ეფექტიან პოლიტიკას. რთულ შრომით დავებს კი ჩვენი გამოცდილი იურისტები მოგიგვარებენ იმდენად უხმაუროდ, რამდენადაც შესაძლებელია – ხშირად სასამართლო პროცესების გარეშეც.
ვინაიდან ინფორმაციულ ერაში ვცხოვრობთ, ტექნოლოგიური პროგრესი სამართლებრივ ჩარჩოებს უწყვეტად აფართოვებს. კომუნიკაციის, მედიის და საინფორმაციო ტექნოლოგიების სამართლებრივი რეგულირება დღითიდღე უფრო კომპლექსური ხდება. მათთან გასამკლავებლად თქვენ არა მხოლოდ მცოდნე, არამედ კრეატიულად მოაზროვნე იურისტები გჭირდებათ. ჩვენი მომსახურება მრავალ საკითხს მოიცავს – ტელეკომუნიკაციებს, მედია სამართალს, ლიცენზიებს, საავტორო უფლებებს, ტარიფებს, შესაბამისობას და სხვა. ჩვენ მოვილაპარაკებთ და შევადგენთ ყველა ტიპის შეთანხმებას კომუნიკაციების და ტექნოლოგიების სფეროში; ასევე მოვუძებნით კრეატიულ გადაწყვეტას ყველა სამართლებრივ დაბრკოლებას, რასაც შეიძლება წააწყდეთ.
ჩვენ ასევე გვაქვს საერთაშორისო კომპანიებთან მუშაობის გამოცდილება, საქართველოში მაუწყებლობის გავრცელების თაობაზე.
ჩვენ კარგად გვესმის, რამდენად მნიშვნელოვანია თქვენი ბიზნესისთვის ინტელექტუალური საკუთრების დაცვა. საავტორო უფლებები, პატენტები, საფირმო ნიშნები, შესაძლო სასამართლო დავები – ჩვენთან ერთად, ამ ყველაფერზე ნერვიულობა არ მოგიწევთ. თქვენი ინტელექტუალური საკუთრება, დიზაინი, პროდუქტები და ბრენდის ნიშნები უსაფრთხოდ იქნება, ხოლო თუ საქმე სასამართლომდე მივიდა, მარტივი თუ ურთულესი დავებისას, ჩვენი ადვოკატები დამაჯერებლად წარმოგადგენენ.
ჩვენ გვჯერა, რომ სიღრმისეული საგადასახადო ანალიზის გარეშე ვერცერთი პროექტი წარმატებას ვერ მიაღწევს. Justice League დაგეხმარებათ, მოაწესრიგოთ გადასახადებთან დაკავშირებული საკითხების სრული სპექტრი – დაგეგმვის ეტაპიდან დავის გადაწყვეტამდე. სურვილის შემთხვევაში, იურისტებთან ერთად, ფინანსურ კონსულტაციას ჩვენი პარტნიორი კომპანია NP Financials გაგიწევთ.
თუ საქმე ბანკებთან და ფინანსებთან გაქვთ, ჩვენ ინფორმირებული გადაწყვეტილების მიღებაში დაგეხმარებით, ფინანსურ მოლაპარაკებებს კი თქვენი საუკეთესო ინტერესის შესაბამისად წარვმართავთ. უზრუნველვყოფთ, რომ ეფექტურად დაიგეგმოს ფინანსური ტრანზაქციების თითოეული ეტაპი, მათ შორის, საერთაშორისო ოპერაციების დროს. იურისტთა გუნდთან ერთად, საკუთარ გამოცდილებას გთავაზობთ ჩვენი პარტნიორი საკონსულტაციო კომპანია NP financials. ჩვენს ხელში თქვენი ფინანსები უსაფრთხოდაა.
ფარმაცევტული და სამედიცინო კომპანიების წინაშე მრავალი გამოწვევაა – ლიცენზიები, ნებართვები, რეგულაციები, უსაფრთხოების ზომები და სხვა. ჩვენ მზად ვართ, ჩამოგაშოროთ ეს ტვირთი და თქვენი ბიზნესი არსებულ სტანდატებს შევუსაბამოთ. ამას გარდა, დაგეხმარებით, მოიპოვოთ პატენტები, ლიცენზიები და თუ დაგჭირდათ, მოგიგვარებთ დავებსაც.
საქართველოში ფულის დაბანდებას აპირებთ? აქ საცხოვრებლად გადმოსვლას გეგმავთ? გსურთ, წინასწარ გონივრულ დროში მოაგვაროთ მოქალაქეობისა და ბინადრობის საკითხები? ჩვენ თქვენს განკარგულებაში ვართ, თქვენთვის მოსახერხებელი გზით – მათ შორის, ინტერნეტის მეშვეობით.
თუ ფიქრობთ, რომ თქვენს წინაშე წამოჭრილ ყველა სამართლებრივ დილემას ერთი იურისტი ვერ გადაჭრის, მართალი ხართ. კომპანიას მართავთ, თუ პირადი სამართლებრივი საკითხები გაქვთ გადასაჭრელი, ყველა შემთხვევაში, სჯობს, მათ მოგვარებაზე ერთის ნაცვლად, იურისტების გუნდმა იფიქროს.
გიფიქრიათ იურიდიული მომსახურების სრულ აუთსორსზე და ამ გზით საოფისე ფართის, წლიური ბონუსებისა და დაზღვევის ხარჯების დაზოგვაზე? წინასწარი იურიდიული შეფასება დაგჭირდათ? გინდათ, თქვენი საქმიანობა კანონმდებლობასთან სრულ შესაბამისობაში მოიყვანოთ? ან თქვენთვის მნიშვნელოვან საკითხებზე და წარმოშობილ პრობლემებზე იურისტთა გუნდის კვალიფიციური მოსაზრებები მოისმინოთ? მაშინ დროა, Justice League-ს მოგვმართოთ. Justice League, a Tbilisi-based law firm.
ჩვენ მოგამაგრებთ იურისტს, რომელიც ყოველდღიური ოპერაციების წარმართვაში დაგეხმარებათ, მაგრამ ეს სერვისის მხოლოდ ნაწილია – საჭიროების შემთხვევაში, თქვენს განკარგულებაში იურისტთა მთელი გუნდი იქნება. მეტიც, თუ დაგჭირდათ, საქმეში პარტნიორი ფინანსური მრჩეველიც ჩაერთვება. ჩვენი თითოეული იურისტი კონკრეტული დარგის სპეციალისტია, თუმცა საქმის გუნდურად განხილვაში ყველას თავისი უნიკალური წვლილი შეაქვს. ამ გზას თქვენს სამართლებრივ დილემაზე ინდივიდუალურად მორგებულ და საუკეთესო გადაწყვეტილებამდე მივყავართ. ჩვენთან, ყველა იურისტი ყველა საქმეზეა პასუხისმგებელი – გისმენთ, ვფიქრობთ და ვიმარჯვებთ. listen, think and win.
Justice League გთავაზობთ პირდაპირ და მარტივ კომუნიკაციას. ასე თქვენ ინფორმირებულ გადაწყვეტილებებს მიიღებთ. კომუნიკაციის ეფექტურობას თანამედროვე ტექნოლოგიების გამოყენებაც უზრუნველყოფს – ჩვენი სერვისი მოქნილია და კლიენტის საჭიროებებზე მორგებული.